პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: ევროშაყინტრავებულები გაცეცხლდნენ – უფროსებს როგორ ელაპარაკებით, თქვე ევროუზრდელებოო

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ჯოზეფ ბორელისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციას.

„მოკლედ. ჟოზეფ ბორელმა ჩვენ ლექტორები ვართ, თქვენ-სტუდენტები და ისე არ გამოგივიდეთ, კვერცხი რომ ქათამს ასწავლიდაო.

შიგან თქვენსა სამეფოსა , თხა და მგელი ერთად ძოვდესო-მოუწოდა მან ღარიბაშვილს.

როგორც წესი, ასეთ მოწოდების გამო ქართველებს აღგვეძრება ხოლმე საფუძვლიანი ვარაუდი მომწოდებლის ტანის გარკვეულ ნაწილᲨი, უცხო სხეულის არსებობის შესახებ, რომელიც მას გონებას ართმევს, მაგრამ ჩვენებმა ეს კითხვა არ დასვეს და ღირსეულად უპასუხეს- ხანდახან ლექტორებსაც ეშლებათ და უსამართლოდ წერენ ნიშნებს, თანაც არც თქვენთან ძოვენ თხა და მგელი ერთად, თუ კაიაო.

ევროშაყინტრავებულები გაცეცხლდნენ-უფროსებს როგორ ელაპარაკებით, თქვე ევროუზრდელებოო.

ამასობაში ჩვენი ტვინდამეწყრილი მედია მთელი სერიოზულობით ადგენს სქემებს, როგორ გააპოლიტიკუროს სტიქია გურიაში.

შემთხვევით დვალს მოვკარი თვალი ტვ პირველ- ტვ უკანასკნელში, ჯერ იქ რა უნდოდა და ისეთებს იძახდა, ფიზიკისა და ლოგიკის კავშირში შევეჭვდი.

7-1 კარგი ანგარიშია, 10-1-ს სჯობს.

ჩემს ქუჩაზე ეს დეგენერატი დრიფტერები დრიფტაობენ, დემონსტრაციულად ფეხებზე ჰკიდიათ ყველა და ყველაფერი.

სამწუხაროდ , ვერ ვეწევი ხოლმე.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა-როგორც გალაკტიონი იტყოდა“,-წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,943 ნახვა