პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა

მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს, საქართველოში პოლარიზაცია ყოველთვის იქნება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ამ კონტექსტში იმპიჩმენტზე საუბარს, ირაკლი კობაიძის თქმით, პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა.

`დეპოლარიზაცია არის ყველაზე რთული ამოცანა, ამ ამოცანის შესრულება არ არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, ხელისუფლებაზე. ამ ყველაფერს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა. ეს შეიძლება ძალიან თამამად ითქვას. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს, საქართველოში პოლარიზაცია ყოველთვის იქნება. ვგულისხმობ შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ ენჯეოებს, მედიასაშუალებებს. ისინი სრულიად შეგნებულად და ხელოვნურად აღვივებენ ამ ქვეყანაში პოლარიზაციას. ეს არის ერთერთი მთავარი დავალება, რასაც ისინი იღებენ მათი პატრონებისგან. რაც შეეხება ამ კონტექსტში იმპიჩმენტზე საუბარს, პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა. შესაბამისად, საზოგადოება ამასთან დაკავშირებითაც თავის დასკვნებს გამოიტანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,885 ნახვა