პოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია კვლავ საკმაოდ დაძაბულია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას newsarmenia.am ავრცელებს.

„აზერბაიჯანი სომხეთის საზღვრის და მთიანი ყარაბაღის დაპირისპირების ხაზის გასწვრივ ჯარის გადაადგილებას განაგრძობს. მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაცია ძალზე მძიმეა. ერთი რუსული სატვირთო, რომელმაც ამ დღეებში იქ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა, სიტუაციაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთისა და საფრანგეთის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი ყარაბაღში კვლავ ვერ შედის და ისინი კორნიძორის მახლობლად იმყოფებიან.

„საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ მოუწოდებს აზერბაიჯანს, რომ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა შეწყვიტოს. ამისთვის ყველა აუცილებელი დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა. ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდება შეუფერხებლად უნდა ხდებოდეს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მოლაპარაკებაში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. უნდა ვიმედოვნოთ, რომ გაჩნდება სტეფანაკერტი-ბაქოს მოლაპარაკების დიალოგის სანდო მექანიზმი. მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს სტეფანაკერტიდან, რომ ამ დიალოგში ჩართავენ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან და მთიანი ყარაბაღის დაპირისპირების ხაზთან მძიმე ტექნიკა განათავსა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,376 ნახვა