საზოგადოება

საზოგადოების დახმარებით, ირაკლი გელაშვილმა მასაჟების კურსი დაიწყო, თუმცა ბოლომდე მისაყვანად, კვლავ ჩვენი დახმარება სჭირდება

მე არ მყავს არავინ არც დედა, არც მამა, არც ცოლი, მხოლოდ ძმა მყავს რომელიც მივლის და ისიც ჩემი მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს,- ამის შესახებ პირველი ჯგუფის ინვალიდმა, ირაკლი გელაშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა.  ის რამდენიმე წლის წინ სიმაღლიდან ჩამოვარდა და ხერხემლის მალები დაიზიანა. ერთი წლის წინ სამკურნალოდ საფრანგეთში იყო წასული, მაგრამ უსახსრობის გამო,  მკურნალობა არ ჩაუტარდა, მხოლოდ საკვებს აძლევდნენ. საქართველოში, მარტში  კიდევ უფრო დამძიმებული მდგომარეობით ჩამოვიდა და ახლა სამშობლოში, თავისი ხალხის დახმარების იმედი აქვს.

ირაკლი გელაშვილის შესახებ სტატია „ინფო ფოსტალიონში“ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და გამოხმაურებაც მოყვა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას თქვა, კეთილი ადამიანების მიერ გადარიცხულმა თანხებმა 800 ლარი შეადგინა, რითიც მან მკურნალობისთვის აუცილებელი მასაჟის კურსი დაიწყო. 

„შემომივიდა 800 ლარამდე და მასაჟებს ვიტარებ. უბრალოდ, რომ არ ჩამივარდეს კურსი გაგრძელებაა საჭირო და თანხებიც ამიტომ მჭირდება. ერთი კურსი რომ ჩავამთავრო,   კიდევ 2 კვირა მჭირდება. 1 მასაჟში 70 ლარს ვიხდი. მხოლოდ მასაჟშიც არ მეხარჯება ფული, საფენები მჭირდება კათეტერები, თეთრეულიც ვიყიდე. ჩემნაირ ადამიანს, მოგეხსენებათ, ბევრი რამ სჭირდება. რაც ჩავიტარე,  შედეგი გამოიღო, ყოველი მასაჟის შემდეგ შვებას ვგრძნობ და უფრო მეტად მონდომებული ვარ, მიზანს ბოლომდე მივაღწიო ეს თქვენი დამსახურებაა და დიდ მადლობას გიხდით“, მიმართავს საზოგადოებას ირაკლი გელაშვილი. 

„გთხოვთ ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე დამიდგეთ გვერდში, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ მობრძანდეთ და მნახოთ, რა მდგომარეობაშიც ვარ. გთხოვთ, თუნდაც 1 ლარით და 1 გაზიარებით დამიდგეთ გვერდში​“,-ამბობს ირაკლი გელაშვილი.

თიბისი ბანკი #GE88TB7048045068100008 მიმღები ირაკლი გელაშვილი

საქართველოს ბანკი #GE36BG0000000698240500 მიმღები ირაკლი გელაშვილი

ლიბერთი ბანკი #GE41LB0211153697373000 მიმღები ირაკლი გელაშვილი

პ/ნ 01001068972

სურვილის შემთხვევაში, ირაკლი გელაშვილთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ, დარეკოთ ამ ნომერზე- 557 44 39 86 (ვიდეო)

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,098 ნახვა