GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ქართველიშვილი: დავივიწყოთ ტერმინი „პიჯაკების საქმე” – სააკაშვილმა 2012 წელს რომ ჩაყვინთა სახელმწიფო ბიუჯეტში, დღემდე ფანტომური ტკივილი აქვს იმ ფულზე და „გულაობაზე“, რაზეც წავიდა მილიონები და ამაზე უნდა აგოს პასუხი, არანაირ პიჯაკებზე

„სასაცილოდ არ მყოფნის იმდენი ადვოკატი უჩნდება ამ აპრიორი წამგებიან თემას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ მიშას ამდენი ფრენა რომ არ განეხორციელებინა, სახელმწიფოს, შუქურას, დედამიწაზე ედემს, რასაც საქართველოს დემოკრატია ერქვა, ვერ შექმნიდა,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ სტუმრობისას.

ანალიტიკოსი მზადაა ექს-პრეზიდენტის მხრიდან საბიუჯეტო თანხების უკანონოდ ხარჯვის საკითხთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, მოწმედაც წარსდგეს სასამართლოს წინაშე.

„უამრავი ინფორმაცია გვაქვს და ამ ინფორმაციის ცოცხალი მოწმეები ვართ. პირადად მე, მზად ვარ, ოღონდ გამომიძახონ სასამართლოში და კონსტიტუციაზე, ბიბლიაზე ხელის დადებით მივცემ ჩვენებას, თუ რაში იხარჯებოდა შიდა თუ გარე ლოკაციების ფრენებზე განკუთვნილი ის მილიონები. როდესაც კონკრეტულ მომღერალს, 2007 წლის 8 აპრილს, მოსკოვიდან ჩამოფრენილ, ჯერ კიდევ უცნობ სოფიო ნიჟარაძესთან ბობოყვათის რეზიდენციაში გაქვს პირადი პაემანი, თვითმფრინავით მოგყავს ბელადი ბათუმამდე, ვერტმფრენი ჩამოდის, რომ წყვილი გადაიყვანოს შავნაბადას ბაზაზე, ამასობაში 2 ესკორტი მოძრაობს თავისი 8-8 კაცით, კვების საწვავის და სხვა ხარჯები, ეს ხომ ყველაფერი ფულია. ესაა ერთი ეპიზოდი, რომლის შესახებაც საათობრივად და წუთობრივად შემიძლია მოვყვე, თუ სად მიდიოდა ჩვენი ამომრჩევლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ფული.

ადამიანი პირადად ამბობს, აღიარებით ჩვენებაში, რომ 2012 წლის არჩევნებზე წაგების შემდეგ ჩავვარდი დეპრესიაში და ეგვიპტეში მომინდა ყვინთვა, წავიყვანე 2 პირადი მცველი, შემდეგ გადავფრინდი კაიროში და ფარაონ რამზესს ვემთხვიე მარჯვენა ხელზეო და მსგავს სასწაულებს ჰყვება. მაგრამ ეს სასწაულები სიმართლეა და ამ სიგიჟეებს აკეთებდა სახელმწიფოს ხარჯზე. როდესაც 2013 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე 2 სასტუმრო ჰქონდა შეკვეთილი დუბაიში თავისი 33 მეგობრისთვის, სახელმწიფოს აშენებდნენ დუბაიში? ზოგიერთი ისე ჩამოჰყავდა, საზღვრის კვეთის შტამპს არ ურტყამდა პასპორტში, დოქტორ დოტის არ იყოს, ჩუმად ჩამოჰყავდა თავისი თვითმფრინავით. ამაში ყველაფერში ფულს იხდიდა თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არის ფაქტი, ამას ვერ გაექცევა,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა გახარჯულ მილიონებზე უნდა აგოს პასუხი. „დღემდე ჰგონია, რომ ბიუჯეტის განმკარგველია. დავივიწყოთ ტერმინი *პიჯაკების საქმე”. მან 2012 წლის დეკემბერში წითელ ზღვაში კი არა, რომ ჩაყვინთა სახელმწიფო ბიუჯეტში, დღემდე ჰგონია, რომ აკვალანგი აქვს და იქაა. დღემდე ფანტომური ტკივილი აქვს იმ ფულზე და იმ „გულაობაზე“, რაზეც წავიდა მილიონები და ამაზე უნდა აგოს პასუხი, არანაირ პიჯაკებზე!” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,442 ნახვა