საგარეო პოლიტიკა

მომდევნო კვირაში ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

მომდევნო კვირაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. როგორც ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განუცხადა, ეს თეთრ სახლში ზელენსკის რიგით მესამე ვიზიტი იქნება.

მისივე თქმით, ზელენსკი ასევე შეხვდება კონგრესმენებს როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.

„ვიზიტი კრიტიკულ დროს შედგება, მაშინ როდესაც რუსეთი სასოწარკვეთილად ეძებს დახმარებას ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, რათა გააგრძელოს ომი უკრაინაში, ხოლო უკრაინული ჯარი აგრძელებს წარმატების მიღწევას კონტრიერიშის ფარგლებში“, – აცხადებს სალივანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,458 ნახვა