GD Banner
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი არის საქართველოსთვის ყველა წინაღობის შექმნა იმ გზაზე, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჰქვია

ჩვენთვის, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა მნიშვნელოვანია. საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროკომისარ ვარჰეის შესაბამისი შემოთავაზება, რომელიც ქართულმა მხარემ გაიზიარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„გათვალისწინებულია როგორც საპარლამენტო სივრცეში გადაწყვეტილების მიღება, ასევე კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი, რაც პრეზიდენტის კონკრეტულ ჩართულობას გულისხმობს.

რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი არის საქართველოსთვის ყველა წინაღობის შექმნა იმ გზაზე, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჰქვია. ისინი არ მონაწილეობენ შესაბამის პროცესებში, ბოიკოტს უცხადებენ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მმართველი გუნდი ევრო რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებზე კანონმდებლები ხვალიდან დაიწყებენ საკომიტეტო განხილვებს. პარალელურად მუშაობა გრძელდება დეოლოგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,450 ნახვა