პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: საერთოდ არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს

სახელმწიფო გადატრიალება სუს-ის სცენარით – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას მთავარი საკითხებიდან გადახვევად აფასებს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.

როგორც ხოშტარია წერს, სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების თემაზე გაკეთებული განცხადებით სცადა ისეთი თემების გადაფარვა, რაც საზოგადოებას აღელვებს, როგორიცაა აშშ-ის მხრიდან ივანიშვილთან დაახლოებული ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება, ასევე კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება და ამ მხრივ შეუსრულებელი რეკომენდაციები. 

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ეხლა ორშაბათიდან დაიწყებენ ისევ ფარცხალაძე და თვითმფრინავიო და მოდი დილიდან დავაბრეხვოთ რამეო და ყველა მაგაზე ილაპარაკებსო. თან სტატუსის ამბავი ხო უნდა დააბრალონ მერე ყველას.

მოკლედ საერთოდ არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, რეალური დღის წესრიგი არის ფარცხალაძე და რუსეთის ფსბსთან ოცნების ჩახუტება.

დროა ვისწავლოთ ამათი რუსეთში ნასწავლი ხრიკები

სადაა ფარცხალაძე
ვინ მონაწილეობდა ფსბ მართულ საზ აზრის ცვლილების ოპერაციაში
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფარცხალაძის სანქციების შემდეგ
სუსის დანაშაული ფარცხალაძის ხელის დაფარებაში
და ასე შემდეგ, – წერს ხოშტარია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,451 ნახვა