პოლიტიკა

გადადგომას არ ვგეგმავ – რობერტ სინგლეტერი

“მე არ ვგეგმავ გადადგომას,”-  BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა რობერტ სინგლეტერმა. სინგლეტერის განმარტებით, ის მხარს უჭერს სასამართლო კონტროლის არსებობას სანქციების შესახებ საერთაშორისო გადაწყვეტილებაზე, რაც საკუთრების უფლების უკეთეს დაცულობას უზრუნველყოფს. რობერტ სინგლეტერი ამბობს, რომ ის ესაუბრა ეროვნული ბანკის საბჭოდან წასულ სამივე ვიცე-პრეზიდენტს და აცხადებს, რომ მათი წასვლა ამ ახალ პოლიტიკასთან მიმართებით მათი განსხვავებული მოსაზრებებით იყო განპირობებული. 

“მე არ ვგეგმავ გადადგომას.  მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ საკმაოდ მგრძნობიარე due process-თან დაკავშირებით, იქამდე სანამ მოხდება ადამიანების საკუთრების გაყინვა. ამავდროულად, თუკი არ მოხდება სანქციების აღსრულება, კომერციული ბანკები იქნებიან მოწყვლადი საერთაშორისო საკორესპონდენციო ბანკებთან თანამშრომლობის რისკის ქვეშ დაყენების მიმართ. 

არის ერთმანეთთან შეპირისპირებული არგუმენტები და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვრჩები საბჭოს შემადგენლობაში, არის ის, რომ შევეცდები გავუძღვე და დავეხმარო საბჭოს ამ ვითარებაში , იქნეს მოძებნილი ოპტიმალური გამოსავალი. 

მე ყველა ვიცე-პრეზიდენტს ვესაუბრე და ჩვენ განვიხილეთ ის მიზეზები, რის გამოც მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ პოსტების დატოვება არავინ სთხოვა, ისინი ჩვენთან იქნებიან მომდევნო ორი თვის განმავლობაშიც. იმედი მაქვს შემდგომი ორი თვის განმავლობაში ყველანი ვიმუშავებთ ამის გადაჭრისთვის. ეს გადადგომები არის სწორედ ამ პოლიტიკის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების გამო,”- აცხადებს რობერტ სინგლეტერი. 

19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა სანქციების აღსრულების წესის საგამონაკლისო ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ თუკი კონკრეტული პირის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შევა ძალაში.

ამ გადაწყვეტილების გამო, დღეს ეროვნული ბანკის საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილებები მიიღეს ვიცე-პრეზიდენტებმა პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,648 ნახვა