პოლიტიკა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იმ ტრიბუნასთან, სადაც თეა წულუკიანი სიტყვით გამოდის, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა საპროტესტო პლაკატი გაშალეს

პარლამენტის პლენარული სხდომის ტრიბუნასთან, სადაც კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოდის, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პლაკატი გაშალეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლოგოსთან ერთად ჰქონდა რუსული წარწერა -Русский военный корабль, иди на х…

ტრიბუნასთან მისულ ქალ დეპუტატებს წულუკიანმა შემდეგნაირად მიმართა: „მოგესალმებით ქალბატონებო. გაშალეთ პლაკატი, მე გავაგრძელებ. მთავარია, არ დაიღალოთ“.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერებს დარბაზიდან გასვლისკენ მოუწოდა, შემდეგ კი მათ დარბაზი მანდატურების საშუალებით დაატოვებინა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

შესვენების შემდეგ პაპუაშვილმა მომხდარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ინციდენტი სამარცხვინოა.

„ეს სამარცხვინო ინციდენტია და ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით, ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი პარლამენტის წევრმა შეიძლება იკადროს. ეს არის დისკრედიტაცია, მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში, როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი და აბსოლუტური შელახვა ადამიანის ღირსებისა. განსაკუთრებით ეს რამდენიმე ქალი დეპუტატი, ვფიქრობ, განსაკუთრებით შეურაცხყოფენ როგორც პარლამენტის მანდატს, ასევ ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი შეუძლიათ. სამწუხაროდ, კოლეგა კაცი დეპუტატები ამ ქალებს ამოფარებულები არიან და იმდენი სითამამე არ აქვთ, რომ ეს თვითონ გააკეთონ ან გვერდით დაუდგნენ, ან თუ არ ეთანხმებიან რაღაც უთხრა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეა წულუკიანმა კი მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დეპუტატებს გამძლეობა უსურვა.

„ამ დარბაზში ცოტა ხანი ვიყავი, მქონდა პატივი და მახსოვს, მაგრამ დღეს კიდევ უფრო გამძაფრებულია ვითარება და მინდა, ყველას გამძლეობა გისურვოთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,655 ნახვა