GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ალიევი: აზერბაიჯანის ანტიტერორისტულმა ღონისძიებებმა ყარაბაღში ყველა დაკისრებული ამოცანა შეასრულა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღადგინა. 

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის ანტიტერორისტულმა ღონისძიებებმა ყარაბაღში 24 საათის განმავლობაში დაასრულა ყველა დაკისრებული ამოცანა და ქვეყნის სამხედროებმა უმოკლეს დროში მიაღწიეს მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს ყველა მიმართულებით.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მთიანი ყარაბაღის არმიის განიარაღების პროცესის დაწყების შესახებ 20 სექტემბერს განაცხადა. 

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიება“ დაიწყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,052 ნახვა