პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – მქონდა პატივი დავსწრებოდი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაური „ტვიტერზე” წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.

„გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,206 ნახვა