პოლიტიკა

ირაკლი ლატარია ეძგვერაძეზე: მიშამ ის შეიწყალა, ახლა კი მიშას საფიცარა ,,ჭყიპინა” მიდის ყველაფერზე, რათა ერთგულება დაუმტკიცოს ბელადს – ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი ლირიკაა

ექსპერტი ირაკლი ლატარია, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, ეძგვერაძე, იგივე “ჭყიპინა” მიხეილ სააკაშვილთან ვალშია, ვინაიდან იმის მიუხედავად, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სასჯელს იხდიდა, მესამე პრეზიდენტმა ის შეიწყალა.

ლატარია აღნიშნავს იმასაც, რომ შეწყალების მიზეზად ირაკლი ეძგვერაძეს უკურნებელი სენი მოუფიქრეს.

“ეს ბიოგრაფია მგონი ყველაფერზე მეტყველებს და რაც ყველაზე მთავარია, კარგად იკითხება ერთი ყველაზე მთავარი რამ: ეძგვერაძე ვალშია მიშასთან, ვალში… ნაციონალი ეძგვერაძე: იყო ხულიგანი, მერე სასჯელს იხდიდა მკვლელობის მცდელობისთვის, შემდეგ, კოლექტიურმა მეგის ქარდავებმა მოუფიქრეს გარეთ გამოსვლის მიზეზი და უცბად ონკოლოგიური დაავადებაც მოიგონა და მიშამ ის გამოუშვა… მიშამ ის შეიწყალა და ახლა კი მიშას საფიცარა ,,ჭყიპინა” მიდის ყველაფერზე, ყველაფერზე – რათა ერთგულება დაუმტკიცოს ბელადს.. ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი კი – ლირიკაა…!!!” – წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,193 ნახვა