GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, მას დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების, ან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ნატო-ს მისიების დიდი მხარდაჭერის უზრუნველყოფით , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი განცხადებით, ევროპული მედეგობის გასაძლიერებლად საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში.

„როგორც „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი ნაწილი, საქართველო სანდო და ეფექტიანი მარშრუტია ევროპული, მათ შორის, რუმინული, სახლებისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია ევროპული მედეგობის გასაძლიერებლად.

დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ჩუკასა და თითოეულ თქვენგანს ამ დიდებულ ადგილას, თქვენ წინაშე საუბრის უნიკალური შესაძლებლობისთვის. აქ ყოფნისას ვგრძნობ თქვენს თბილ სტუმარ-მასპინძლობას, თქვენ კულტურულ სიმდიდრესა და საერთო ღირებულებებს, რომლებიც ჩვენს ორ ერს აკავშირებს. ეს შეგრძნება სცდება დიპლომატიას, ეს არის სახლში ყოფნის შეგრძნება, მეგობრებსა და ახლობლებს შორის.

ძვირფასო მეგობრებო, მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა გავაღრმაო ჩვენი კავშირები, აღვნიშნო ჩვენი საერთო მემკვიდრეობა და გავაგრძელო თქვენთან ერთად საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა. დაე, გასდევდეს ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა და სულისკვეთება ჩვენს საქმიანობას, რაც შეგვახსენებს, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,831 ნახვა