GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სრული მხარდაჭერა მივიღეთ

რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სრული მხარდაჭერა მივიღეთ. ხაზი გაესვა იმას, რომ რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, მათ შორის, შარშან, ივნისშიც,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს შენარჩუნების აუცილებლობაზე. ,

,ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიო შენარჩუნებული იყოს და იქ, სადაც იქნება უკრაინა და მოლდოვა, უნდა იყოს საქართველოც. როგორც გუშინ პარლამენტში, ასევე დღეს პრემიერ-მინისტრისგან შემოთავაზება მივიღეთ მხარდაჭერის არა მხოლოდ ახლა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ შემდეგ, რასაც ჰქვია, კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სამართალთან და ამ მხრივ, რუმინეთის გაზიარება. ხაზი გაესვა იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც სწორედ ასეთ მომენტებში იწრთობა, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს მხარდაჭერაა საჭირო.

ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც რუმინეთსა და საქართველოს შორის 2022 წელს გაფორმდა ქვეყნებს შორის, ამ სულისკვეთებით იქნება სრული მხარდაჭერა რუმინეთის მხრიდან სტატუსის მონიჭების პროცესში. შავი ზღვაა ის, რაც რუმინეთსა და საქართველოს აერთიანებთ არა მხოლოდ ეკონომიკური და უსაფრთხოების მხრივ, არამედ როგორც ქვეყნებს, რომლებმაც, ამ მხრივ, შეიძლება, ლიდერობა გაწიონ იმისთვის, რომ ხიდი, რომელიც შავი ზღვის და კავკასიის რეგიონის მეშვეობით არის ევროპასა და აზიას შორის, სრულად იყოს მისი პოტენციალი გამოყენებული ეკონომიკური თვალსაზრისით. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უსაფრთხოების საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შავ ზღვაზე მდებარეობენ. ამ თვალსაზრისით, რუმინეთი როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა და რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია სამხედრო აღმშენებლობისა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებში, ამ მხრივაც მასთან აქტიური თანამშრომლობა გვექნება,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,089 ნახვა