„რაც დრო გადის, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მნიშვნელობა. რთული იყო გასული 11 წელი, რადგან მიღწეული გამარჯვების შენარჩუნებისთვის ბრძოლა, დღემდე, არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა“-წერს საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, აუცილებელია იმ გარემოებების გათვალისწინება თუ რა პირობებში უწევდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა.
მისივე თქმით, არ არის მარტივი, ავტოკრატული და დიქტატორული სახელმწიფოს ტრანსფორმაცია დემოკრატიულ მოწყობამდე. შაქარიშვილი ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ამ დიდი მონაპოვარის მთავარი კონტრიბუტორი იყო და არის ბიძინა ივანიშვილი! ერთი წუთით გვერდზე რომ გადავდოთ მისი ქველმოქმედება ორი ეპიზოდი იქნება ყველაფრისთვის საკმარისი – 2011 წელი, როდესაც სისხლიანი რეჟიმის დასამარცხებლად პოლიტიკაში ჩაერთო და 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, როდესაც წარმოუდგენელი წნეხის და პირადი საფრთხეების მიუხედავად არ დაუშვა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა!
„რაც დრო გადის, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მნიშვნელობა. რთული იყო გასული 11 წელი, რადგან მიღწეული გამარჯვების შენარჩუნებისთვის ბრძოლა, დღემდე, არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა. ხანგრძლივი ტანჯვის დასრულების და გათავისუფლების გემოს შეგრძნება ვერ მოვასწარით, რომ უკვე დაიწყო ჩვენი ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობები. არ არსებობს იდეალური ხელისუფლება და ცხადია აქაც იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ აუცილებელია იმ გარემოებების გათვალისწინება თუ რა პირობებში უწევდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა. არ არის მარტივი, ავტოკრატული და დიქტატორული სახელმწიფოს ტრანსფორმაცია დემოკრატიულ მოწყობამდე. ოკუპაცია, სიღარიბე, წნეხი ქვეყნის გარედან და მუდმივი დესტრუქცია რევანშის მსურველების მხრიდან. ბევრი რამ კიდე დღეს ხდება ცნობილი ჩვენს თვალწინ, მას შემდეგ, რაც ყველაფერს ფარდა აეხადა. ასე რომ, რთულად, მაგრამ მაინც გამოვიარეთ ეს წლები და მივიღეთ პირველი დეკადა უახლეს ისტორიაში – ომის გარეშე! დასრულდა, წარსულს ჩაბარდა – ადამიანების წამება! ღირსების შელახვა! უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა! ქონების ჩამორთმევა! საყოველთაო მიყურადება-თვალთვალი! არჩევნების გაყალბება! ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა! ტერორი! ტელევიზიების მიტაცება! მშვიდობიანი აქციების სისხლიანი დარბევები! პოლიტიკური პოლიცია! საწამებელი მიწურები სამეგრელოში! და ა.შ. და ა.შ.
ქართველ ხალხთან ერთად, ამ დიდი მონაპოვარის მთავარი კონტრიბუტორი იყო და არის ბიძინა ივანიშვილი! ერთი წუთით გვერდზე რომ გადავდოთ მისი ქველმოქმედება და გაკეთებული სიკეთე, ქვეყნისათვის თავგანწირვის ორი ეპიზოდი იქნება ყველაფრისთვის საკმარისი – 2011 წელი, როდესაც სისხლიანი რეჟიმის დასამარცხებლად პოლიტიკაში ჩაერთო და 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, როდესაც წარმოუდგენელი წნეხის და პირადი საფრთხეების მიუხედავად არ დაუშვა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა! როგორც 2011-2012 წლები იყო საქართველოსთვის ეგზისტენციალური ბრძოლა, ასეა ახლაც და კიდევ უფრო გამძაფრებული! ამიტომ, ფხიზლად, ერთად და შეუპოვრად! ვულოცავ ყველას, ვისთვისაც 1 ოქტომბერი დღესასწაულია და წარმატებას ვუსურვებ მათ, ვინც დღემდე ამ სულისკვეთებით არის ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში!!!”-წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.