პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სცენარი არის არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი ყველამ ვიცით – მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან

ჩვენ გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას. ბუნებრივია, არავის ავარევინებთ ამ ქვეყანას. არ დავუშვებთ არც რევოლჯუციას და არც მეორე ფრონტს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგთან და გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ, დაემალათ ვიზიტის რეალური მიზანი. თუმცა, კობახიძის განცხადებით, გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციური პროცესების შემზადება.

„მე ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ თავიდან ეს ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა, რეალურად გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა, რაც, ბუნებრივია, არის შემაშფოთებელი. მით უფრო შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რომ როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ფინანსდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID, რაც ნიშნავს, აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. ჩვენ დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანსდა USAID მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მანამდე იყო სხვა არაერთი აქტივობა, მაგალითად, აკერმანის ტრენინგები და ფრანკლინის კლუბი.

„გახსოვთ, ჯერ იყო აკერმანის ტრენინგები, შემდეგ იყო ფრნაკლინის კლუბი, არაერთი აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობები. ახლა ვხედავთ ასეთი ტიპის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე. სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრეინინგების სათაური არის „არაძალადობრივი აქტივობა“, თუმცა სინამდვილეში ნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. ნუ სცენარი რა არის, არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის, მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ არ არის განელებული, აქტუალობა აქვს შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ იგეგმება ასეთი პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება, ითქვას, რომ ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სახელმწიფო, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას. ბუნებრივია, არავის ავარევინებთ ამ ქვეყანას. არ დავუშვებთ არც რევოლჯუციას და არც მეორე ფრონტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,746 ნახვა