Uncategorized

ევროკავშირის ელჩი: ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს – ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი, დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში

ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს – ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი, დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ანგარიში 35-თავიანი იქნება, სადაც ახსნილი იქნება, სადა არის პროგრესი მიღწეული და ასევე, წარმოადგენს იმასაც, თუ სად უნდა მიაღწიოს საქართველომ უფრო მეტ პროგრესს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს წინსვლის შესახებ. ეს ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს განხილვისთვის, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერების დონეზე, რომლებიც ერთსულოვნად გადაწყვეტენ, თუ რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, როცა საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,215 ნახვა