GD Banner
უცხოური მედია

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა

ისრაელში „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 1 864-მდე გაიზარდა, მათ შორის 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 326 მძიმედ დაშავებულია, ხოლო 359 – საშუალო სიმძიმის.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,831 ნახვა