საზოგადოება

ავარია ლვოვის ოლქში მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია კიეველი ქალი, მეორე მანქანაში, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი იმყოფებოდა

კვირას, 8 ოქტომბერს, ლვოვის ოლქში, ავარია მსხვერპლით დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ერთმანეთს Hyundai და Audi A8 მარკის ავტომობილები შეეჯახა. Hyundai-ს მანქანის მძღოლი, 53 წლის კიეველი ქალი ადგილზე დაიღუპა. მეორე მანქანაში, 46 წლის უცხოელი ქალი იმყოფებოდა, რომელიც “ტვ24-ის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილია.

Audi A8-ს მარკის ავტომობილს 36 წლის ლვოველი კაცი მართავდა. ის და მისი მგზავრი, რომელიც, მედიის ვარაუდით, ეკა ტყეშელაშვილია, სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. სამართალდამცველები ავარიის გარემოებებს ადგენენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,206 ნახვა