GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერ ქვეყანაში სასურველია, ოპოზიცია იყოს ძლიერი, თუმცა, მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არის არა ოპოზიცია, არამედ აგენტურა

რაც უფრო მეტი სუბიექტი გამოეყოფა კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” თუ პარტია “ნაცმოძრაობას”, მით მეტი სუბიექტი დარჩება ბარიერს მიღმა და საბოლოო ჯამში, მით ნაკლებ მანდატს მიიღებს კოლექტიური “ნაცმოძრაობა” საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების დაშლა და ერთმანეთთან დაპირისპირება, კიდევ უფრო გაამყარებს მმართველი პარტიის პოზიციებს. მისივე თქმით, სასურველია, ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობა, თუმცა, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას აგენტურა წარმოადგენს, რის გამოც, მათი დასუსტება მნიშვნელოვანია.

„კარგი პროცესი წარიმართება იმით, რომ იშლება პარტიები, ერთმანეთთან აქვთ დაპირისპირებები. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება არჩევნებამდე. შესაბამისად, ისედაც მყარი პოზიციები გვაქვს ჩვენ საარჩევნოდ და დარწმუნებული ვართ, კიდევ უფრო გაამყარებს ეს პროცესი ჩვენს საარჩევნო პოზიციებს. სასურველია, ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიცია იყოს ძლიერი, თუმცა, მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არის არა ოპოზიცია, არამედ აგენტურა და აქ არის პრობლემის არსი. სწორედ ამიტომ არის ჩვენთან განსაკუთრებული სპეციფიკა დაკავშირებული ოპოზიციასთან. სწორედ იმის გამო, რომ ეს არის არა ოპოზიცია, არამედ აგენტურა, მნიშვნელოვანია მისი მაქსიმალურად დასუსტება.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,092 ნახვა