პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: თუ ეს აგენტურა არ შესუსტდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მუდმივად დავრჩებით ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რაც მთლიანად გარედან თავს მოხვეული პრობლემაა

თუ ეს აგენტურა არ შესუსტდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მუდმივად დავრჩებით ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რაც არის მთლიანად გარედან თავს მოხვეული პრობლემა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, პოლარიზაციის შესუსტების ერთადერთი საშუალება რადიკალური ოპოზიციის, იგივე აგენტურის მაქსიმალურად დასუსტებაა, რაც თავის მხრივ, ქართულ პოლიტიკურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას გამოასწორებს.

„ეს აგენტურა მუდმივად ცდილობს, რომ ჩაგვტოვოს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ერთადერთი გასაღები, ამ ე.წ. პოლარიზაციის შესუსტების კუთხითაც არის სწორედ იმაში, რომ ე.წ. ოპოზიცია, ანუ აგენტურა, მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს. ​გახსოვთ, მუდმივად იყო ასეთი პროცესები: როცა ძლიერდებოდა რადიკალური ოპოზიცია, იზრდებოდა რადიკალიზმის და შესაბამისად, ე.წ. პოლარიზაციის ხარისხი, როცა სუსტდებოდა ოპოზიცია, მხოლოდ ამ შემთხვევაში მცირდებოდა პოლარიზაციის ხარისხიც. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ჩანს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დასუსტება, სწორედ იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა და საბოლოო ჯამში, დავძლიოთ ეს ერთგვარი არასწორი მდგომარეობა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,174 ნახვა