GD Banner
უცხოური მედია

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია

პირველად ისტორიაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა $33 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

ფისკალური ანტირეკორდის ფონზე, კონგრესში 2024 წლის ფედერალური დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცეს.

“მიუხედავად საფრთხისა, სამთავრობო ჩავარდნები შტატების ისტორიაში მრავლად გვხვდება და მათი ეფექტი ეკონომიკაზე, როგორც წესი, მცირეა. JP Morgan-ის მიხედვით, სამთავრობო ჩავარდნის ყოველი კვირა წლიურ მთლიან შიდა პროდუქტს 0.1%-ით ამცირებს. თუმცა, პროცესების აღდგენის შემდეგ, ეკონომიკა მალევე ნორმალიზდება. 20 სექტემბერს გამართულ, ფედერალური ღია საბაზრო კომიტეტის (FOMC) ბოლო შეხვედრაზე შტატების ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 5.25-5.5%-ზე დატოვა”,- წერია TBC Capital-ის მიმოხილვაში.

მიუხედავად ამისა, ბანკი სამომავლოდ საპროცენტო განაკვეთების ზრდას არ გამორიცხავს, რაც
მომდევნო თვეებში ინფლაციის დონესა და სხვა ძირითად მაკროეკონომიკური მაჩვენებლებზე იქნება
დამოკიდებული. რაც შეეხება მოლოდინებს, კომიტეტის წევრები 2023-ის ბოლოსთვის პერსონალური
სამომხმარებლო ხარჯების ინდექსის (PCE) 3.3%-იან წლიურ ზრდას პროგნოზირებენ, 2024 წლისთვის კი -2.5%-ს. კომიტეტის გადაწყვეტილების ფონზე, შტატების მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციების
შემოსავლიანობა, ისევე, როგორც დოლარის ინდექსი, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მაღალი
საპროცენტო განაკვეთები ვალუტის გამყარების მოლოდინებს ქმნის, ვალის ინსტრუმენტებში კი
პირდაპირ ისახება.

სექტემბერში მომხმარებლის განწყობის ინდექსი (Consumer Confidence Index) 103-მდე შემცირდა, რაც მოსალოდნელ 105.8-სა და აგვისტოში დაფიქსირებულ 108.7-ზე ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის ოპტიმიზმის ინდექსი (Consumer Expectations) თვიურ ჭრილში კიდევ უფრო მეტად, 80.2-დან 73.7-მდე შემცირდა. ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ინდექსის 80-იან ნიშნულზე ქვევით დაცემა მომდევნო თვეებში რეცესიას მოასწავებს. 

bm.ge

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,323 ნახვა