პოლიტიკა

ლაშა ბუღაძე: “მრევლი” პიჯაკებთან კომუნიკაციითაც კმაყოფილია

“ახლა შემომხვდა “მიხეილ სააკაშვილის მისაღების” ფოტოები და თავიდან ვიფიქრე, რომ მარინა აბრამოვიჩის ინსტალაციაა. კიდია პიჯაკები, იქვე დევს ბოტასებიც და წინ კი ცარიელი მაგიდა დგას… კართან წარწერით: “საქართველოს პრეზიდენტი”. ოღონდ თავად სუბიექტი იქ არ მდებარეობს. ჰოდა, რა არის ეს? ეჟენ იონესკოს პიესაა აბსურდის ჟანრიდან თუ სპირიტისტული სეანსის სივრცე? ,-ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისის“ გახსნას.

„შეხვალ, პრეზიდენტის პიჯაკს ჩაუთქვამ სურვილს და ბოტასი კი მისაღების გამხსნელის ხმით ამოგძახებს: “გადაგზავნილია”… აბა, ოთახში თავად არ ზის და…

უკაცრავად, მაგრამ რას ამასხარავებთ ამ კაცს, რომელიც ობიექტურად მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია?! შეხედეთ მის ჩართვას სასამართლოზე და დარწმუნდებით…

თუ თავს თვითონვე იმასხარავებს?! ალბათ, არც უმაგისობაა…

ცოტა მეტი სერიოზულობა რომ მართებდეს ყველას, უთუოდ კარგი იქნებოდა. მაგრამ უკვე გვიანია… “მრევლი” პიჯაკებთან კომუნიკაციითაც კმაყოფილია.”- ამის შესახებ მწერალი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს.“,-წერს ლაშა ბუღაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,524 ნახვა