GD Banner
პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი ჩამოვიდა

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი ჩამოვიდა. ამის შესახებ აშშ-ის დიპლომატიური მისია იუწყება.

დანიგანმა ელჩის პოსტზე კელი დეგნანი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოუწურა.

რობინ დანიგანი – პროფესიით დიპლომატია. ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, კუბაზე და სალვადორში.

დანიგანს ნაციონალური სამხედრო კოლეჯი, ასევე, ჯორჯთაუნის და კალიფორნიის უნივერსიტეტები აქვს დამთავრებული. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,092 ნახვა