პოლიტიკა

86-ე მომხრე, 1- წინააღმდეგი. კენჭისყრის დეტალები

პარ­ლა­მენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ვერ გა­და­ა­ყე­ნა – სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი კენ­ჭისყრა­ზე ჩა­ვარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის პოსტზე რჩე­ბა.

იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხზე კენ­ჭისყრა ფა­რუ­ლი წე­სით ჩა­ტარ­და.

პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ იმ­პიჩ­მენტს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბა – 100 დე­პუ­ტა­ტი არ და­უ­ჭერს მხარს, სა­კი­თხი მოხ­სნი­ლად ით­ვლე­ბა და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­თვის იმა­ვე ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მას წყა­რო უყ­ვე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს “ოც­ნე­ბამ” სრუ­ლად და­უ­ჭი­რა მხა­რი – 85 ხმა მას ეკუთ­ვნის, 86-ე კი “ევ­რო­პე­ლის სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის” ლი­დე­რი ფრი­დონ ინ­ჯია იყო (და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი კენ­ჭისყრას არ ეს­წრე­ბო­და). ერ­თა­დერ­თი წი­თე­ლი ღი­ლა­კის ავ­ტო­რი ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლია, მან პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა.

ელი­საშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით , კენ­ჭისყრა­ზე დას­წრე­ბა იმი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ მიხ­ვდა, იმ­პიჩ­მენ­ტის საფრ­თხე არ იდგა.

“გე­გო­ნე­ბა, ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იყოს, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობ­დეს და ხალ­ხს მეტი დარ­დი არ ჰქონ­დეს, რომ აი პრე­ზი­დენ­ტი ვი­ღა­ცას შეხ­ვდა და დაგ­ვექ­ცა ქვე­ყა­ნა და დაგ­ვემ­ხო თავ­ზე კონ­სტი­ტუ­ცია, აბ­სურ­დი და რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი იყო მთე­ლი ეს პრო­ცე­სი და მინ­დო­და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ამ აბ­სურ­დის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი“, – გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,149 ნახვა