GD Banner
საზოგადოება

ზურაბ ჩიკვილაძე: როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარი, გოგი ჩიქოვანთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოვთქვამ

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, გოგი ჩიქოვანს მერიის მუნიციპალური ინსპექციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ზურაბ ჩიკვილაძემ გოგი ჩიქოვანის დამსახურებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმატებით ხელმძღვანელობდა. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი კომპეტენტური ადამიანი, როგორიც ბატონი გოგი ჩიქოვანია მუნიციპალურ ინსპექციას ზედმიწევნით კარგად უხელმძღვანელებს. როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარი, მე მასთან თანამშრომლობისა და ყველაზე მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის მზადყოფნას გამოვთქვამ. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გოგი ჩიქოვანის ამ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო“- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა