პოლიტიკა

კახა კალაძე პრეზიდენტზე: სალომეზე აღარ მინდა საუბარი, დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგასმა მიწევს

„არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. სალომეზე ისედაც ბევრი ვისაუბრეთ ბოლო კვირების განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ქვეყანას აქვს“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყნის პრეზიდენტმა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

თბილისის მერის თქმით, სამწუხაროა, თუმცა დადასტურებული ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

„სალომეზე ნამდვილად აღარ მინდა საუბარი. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს, ხალხს აქვს, ამიტომ არ მინდა შევიდე პოლემიკაში, ყველაფერი ცხადია და ნათელია. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგასმა მიწევს, უმძიმესია აღნიშნული ფაქტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, უნდა გავაგრძელოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აქტუალურია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,774 ნახვა