საზოგადოება

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე – „მოქალაქე წმინდანი” 26 ოქტომბრიდან კინოთეატრებში გამოვა

26 ოქტომბერს ქართულ კინოთეატრებში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი” გამოვა, რომელიც „ოსკარის“ ნომინაციაზე საქართველოს კანდიდატ ფილმად დასახელდა.

თინათინ ყაჯრიშვილის რიგით მესამე ფილმი საქართველო-საფრანგეთი-ბულგარეთის ერთობლივი ნამუშევარია. ის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა გადაღებული.

ფილმი 2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის” ნომინაციაში იქნება წარდგენილი. 

ფილმი მაღაროელების ქალაქში გაცოცხლებული წმინდანის ქანდაკების შესახებ მოგვითხრობს, თუმცა დროისა და სივრცის კონკრეტიკას რეჟისორი თავს არიდებს.

თავად თინათინ ყაჯრიშვილმა ფილმის გზავნილთან დაკავშირებით აღნიშნა:

„გზავნილი ისაა, რომ ხალხს დაკარგული აქვს შეგრძნება. კერპთაყვანისმცემლობაშია აყვანილი, ადამიანურის და ღვთიურის ადგილი ვერ უპოვიათ“.

ფილმის პროექტის სცენარი მწერალ მარინა ელბაქიძის მოთხრობის „ბაი ამიგო” მოტივებზეა აგებული, რომელიც სცენარის ავტორებმა სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარად გარდაქმნეს.

ფილმი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული და კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა, სადაც მას ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა. კინოსურათმა ტალინისა და პალიჩის კინოფესტივალის პრიზებიც მოიპოვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,639 ნახვა