უცხოური მედია

„ცახალის“ გენერალური შტაბის ხელმძღვანელი: ჩვენ შევალთ ღაზაში

სამხედროები „ჰამასის“ გასანადგურებლად ოპერაციას დაიწყებენ. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.

„ჩვენ შევალთ ღაზაში. დავიწყებთ ოპერატიულ და პროფესიონალურ ამოცანას „ჰამასის“ მებრძოლებისა და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად“, – აღნიშნა მან.

„ცახალის“ მაღალჩინოსნის განმარტებით, ღაზის სექტორი მჭიდროდ დასახლებულია, თუმცა სამხედროები ამისთვის ემზადებიან.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,622 ნახვა