უცხოური მედია

იოავ გალანტი: ისრაელის სახმელეთო ოპერაცია შესაძლოა 3 თვე გაგრძელდეს

ისრაელის სახმელეთო ოპერაცია შესაძლოა 3 თვე გაგრძელდეს, თუმცა წარმატების შემთხვევაში ეს „ჰამასის“ განადგურებისთვის წამოწყებული უკანასკნელი მოქმედება იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშები გაგრძელდება, რაც „ჰამასს“ საგრძნობლად დაასუსტებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,622 ნახვა