GD Banner
საზოგადოება

ვიქტორ წილოსანი: CWP, ბუნებრივია დავაჯარიმეთ, მაგრამ 5000 ლარი არ ანაღვლებთ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაუვრცელებლობის გამო 5000 ლარით დაჯარიმდა.

ამის შესახებ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთი უპასუხისმგებლო GWP Georgian water and power -ის გამო, პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი. ერთია, რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი #351, #304, #335, #321, #293, #292, #459, #518, დილის პიკის საათებში, შეფერხებით იმოძრავებს. ამასთან, ამ დრომდე 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს, რა ხდება და რა დრო დასჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად.

P.S. ბუნებრივია დავაჯარიმეთ, მაგრამ 5000 ლარი არ ანაღვლებთ“, – წერს წილოსანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,583 ნახვა