უცხოური მედია

„ბრძოლები ჯერ არ დაწყებულა“ – „ჰამასის“ უფროსის მოადგილე

სალეჰ ალ-არური, ლიბანში მცხოვრები „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ ბრძოლები ჯერ არ დაწყებულა.

ალ-არური აღნიშნავს, რომ „ჰამასის“ ლიდერები ჰეზბოლასთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და დასძენს, რომ იგი შეხვდა ჰეზბოლას ლიდერს ჰასან ნასრალას 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის დღეს.

„ჩვენი ბრძოლა, ასევე, ჰეზბოლას ბრძოლაა. თუ მტერი შემოვა სახმელეთო გზით, ეს იქნება ისრაელის უპრეცედენტო დამარცხება“, – აღნიშნავს „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი.

ამასთან, სალეჰ ალ-არური აცხადებს, რომ „ ჰამასის“ ტერორისტები კარგ საბრძოლო მდგომარეობაში არიან. ის, ასევე, მოუწოდებს დასავლეთ სანაპიროს მოსახლეობას გააძლიერონ წინააღმდეგობა ნებისმიერი გზით.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა