პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ემოციურად გადაჭარბებული იყო… მინდა, ბოდიში მოვიხადო

“ემოციურად გადაჭარბებული იყო… მინდა, ბოდიში მოვიხადო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ბერაია საუბრობს და მის მიერ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართ გაკეთებულ განცხადებებს განმარტავს.

ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული არის და ძალიან მძიმე არის იმის მოსმენა, როდესაც მმართველ გუნდს, მე პირადად, ჩემს კოლეგებს, სდებენ ბრალს უაპელაციოდ, უსამართლოდ და უღირსად რუსების ინტერესების გადაჭარბებაში და მითუმეტეს, როდესაც ამას აქვს სისტემატიური ხასიათი.

ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც, ბუნებრივია, არასოდეს არ შევეგუებით იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის, როგორც დეოკუპაციისთვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციისთვის. და როდესაც სამარცხვინოდ და უაპელაციოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში და კრემლთან კავშირში, კრემლის ინტერესების გატარებაში, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ემსახურებოდა.

მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს იყო გულწრფელად ვაღიარებ ამას, რომ ემოციურად გადაჭარბებული. თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვისმენთ მუდმივად, და, რა თქმა უნდა, გულწრფელად, ამის გამო, მინდა, ბოდიში მოვიხადო, – ამბობს ბერაია.შეგახსენებთ, “ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ დღეს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს – თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. დღესვე, “ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა ოპოზიციონერ დეპუტატებს ანი წითლიძეს მიაყენა. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რეაგირება არ ჰქონია და კომენტარი მხოლოდ შესვენების შემდეგ გააკეთა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,952 ნახვა