პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და სასჯელი უნდა მოიხადოს

მესმის, რომ ნიკა გვარამიას შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი პოზიტიური გამოცდილების გაზიარება უნდა, თუმცა შეწყალების პრეროგატივა პრეზიდენტს აქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ხელისუფლებას სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა თუ უნდა, შეწყალებაც არ იქნება ეფექტური, რადგან მათ სამართლებრივად შეუძლიათ, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სხვა საქმეზე დაიწყონ და ციხეში ჩასვან. ამას ერთ-ერთი თეორიული სცენარით ვგულისხმობ. თუ მოცემულობას მივიღებთ, რომ ეს „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა, ეს იქნება შეთანხმების ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნოდ პოზიტიურად იქნება გამოყენებული“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია ახლა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. გვარამია ამბობს, რომ პრეზიდენტმა უნდა აღიაროს შეცდომა და საკუთარ სიტყვებს გადააბიჯოს. ნიკა გვარამია განმარტავს, რომ შეწყალებით სალომე ზურაბიშვილზე კითხვის ნიშნები მოიხსნება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,098 ნახვა