GD Banner
პოლიტიკა

ვფიქრობ, ხელისუფლებას უსამართლოდ აბრალებენ, რომ პრორუსულია – ლევან გიგინეიშვილი

„ხელისუფლებას ვფიქრობ, უსამართლოდ აბრალებენ რომ პრორუსულია. როგორ შეიძლება პრორუსი იყო და ასე გინდოდეს ევროპაში გაწევრიანება. თუ პრორუსული ხარ ეს არ მოგინდება“ – ამის შესახებ, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა გადაცემა „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ განაცხადა. 

„დიდი მასწავლებელი გახდა ევროპა და სწორედ ამიტომ ფიქრობს ქართველი, რომ გახდეს ერთ-ერთი ევროპული ერი იმ ერთ დიდ ოჯახში. საკამათო არ არის, ქართველი ხალხისთვის ეგზისტენციალურ კოდში ჩაჯდა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი – პირადი სივრცის ხელშეუხებლობას ამბობს ილია ჭავჭავაძე, რომ არავის აქვს უფლება ერთი ადამიანის სივრცეში შეიჭრას. აზრის გამოხატვის თავისუფლება – მე არ ვეთანხმები შენს აზრს, მაგრამ მზად ვარ მოვკვდე იმისათვის, რომ შენ მისი გამოხატვის უფლება გქონდესო – ამას ვოლტერი ამბობს ილია კი ამბობს, რომ მართალი ის კი არ არის, ვინც სიმართლეს ამბობსო, მართალი კაცი ის არის, ვინც გულწრფელად ამბობს, რაც სწამს რომ სიმართლეა. არის სივრცე, მოედანი, სადაც შეგვიძლია გულწრფელად ვისაუბროთ და სწორედ, ეს არის ევროპული ყაიდა. რამდენად ემთხვევა პოლიტიკისა და საზოგადოების აზრი ასეთ შემთხვევაში? მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირში – ეს თემა გახდა თითქოს რაღაც ბარათი – ვართ თუ არა მიღების ღირსი და ვართ თუ არა ევროპელები.

რატომ უნდა იყო ვიღაცის შეფასებაზე დამოკიდებული, შენ შეხედე და შეაფასე საკუთარი თავი. შენ ევროპელი ხარ უკვე იმ ნაწერებით, რაც დაწერეს – ილიამ, ვაჟამ… შეიქმნა ევროპულ ღირებულებებზე დაყრდნობით უნივერსიტეტი – ევროპული დაწესებულებაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამდენი ფილოსოფიის, კლასიკური ფილოლოგიის სკოლები – ეს ყველაფერი ევროპული ტრადიციებიდან ამოზრდილი არის ჩვენი კულტურა. ხელისუფლებას ვფიქრობ, უსამართლოდ აბრალებენ რომ პრორუსულია. როგორ შეიძლება პრორუსი იყო და ასე გინდოდეს ევროპაში გაწევრიანება. თუ პრორუსული ხარ ეს არ მოგინდება“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,328 ნახვა