უცხოური მედია

ისრაელის თავდაცვის ძალები – ქალაქი ღაზა სრულად ალყაშია, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება

ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშია მოქცეული, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

“ჩვენმა ძალებმა სრულად მოაქციეს ალყაში ქალაქი ღაზა, „ჰამასის“ აქტივობების ცენტრი”, – განაცხადა ჰაგარიმ.

მან აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში ვიზიტს გეგმავს.

“ისინი ღაზადან ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ, [მაგრამ] ჩვენ ფოკუსირებული ვართ ჰამასზე…

ტერმინი “ცეცლის შეწყვეტა” ამ მომენტში არ განიხილება”, – განაცხადა ჰაგარიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა