პოსტები სოციალური ქსელიდან

ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტის მოწოდებაზე: დღეს ვინც მიუცუცქდებიან ზურაბიშვილს, სწორედ ისინი იქნებიან „ასკინკილით” მოხტუნავე პრეზიდენტის პოლიტიკური გაერთიანების ავანგარდში

პრეზიდენტის მოწოდებას ერთად აღინიშნოს ევროკომისიის გადაწყვეტილება, სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის წერს, დღეს მოხდება მათი მხილება, ვინც სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ აპირებს გაერთიანებას.

„სალომე ზურაბიშვილმა 8 საათზე ჩემთან შევიკრიბოთო და ერთად აღვნიშნოთ, ევროკომისიის გადაწყვეტილებაო… მოკლედ, დღეს სალომეს გაბელადება იწყება, ხოლო კორონაცია 15 დეკემბრის შემდეგ მოხდება, როცა საქართველო სტატუსს მიიღებს…
დღეს ვინც მიუცუცქდებიან ზურაბიშვილს, სწორედ ისინი იქნებიან „ასკინკილით” მოხტუნავე პრეზიდენტის პოლიტიკური გაერთიანების ავანგარდში. აბა თქვენ იცით, ნაყინი მაგრად დაიჭირეთ, არ მოსვაროთ სალომეს ეზო-კარი,“ – წერს facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა