პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ფხაკაძემ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია და პარტია დატოვა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ფხაკაძემ დღეს, ფრაქცია დატოვა. ამის შესახებ დარეჯან ფხაკაძემ ფრაქციის თავმჯდომარეს წერილობითი განცხადებით მიმართა.

„დაარსების დღიდან, დღემდე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საკრებულოში შემოსვლისას მინდოდა ხალხს დავხმარებოდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დღეს არის სკამებისთვის ბრძოლა, მე მათთვის არ მიღალატია მათ მიღალატეს, ამიტომ ვტოვებ ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” და პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” -აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დარეჯან ფხაკაძემ.

როგორც ცნობილია, დარეჯან ფხაკაძე საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

დარეჯან ფხაკაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, 2021 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,531 ნახვა