უცხოური მედია

შეტევა ოდესის ოლქზე – არიან დაშავებულები

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა 10 ნოემბერს ოდესის ოლქზე მიიტანეს შეტევა, რასაც ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა.

„საღამოს საჰაერო განგაშის დროს ოდესის რეგიონში ორ ადგილას განხორციელდა შეტევა. ამ ეტაპზე, სამი დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. ნანგრევებიდან 96 წლის ქალი ამოიყვანეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, – წერს ოლეგ კიპერი.

როგორც სამხრეთ თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რუსულმა მხარემ კოოპერატივს დაარტყა, ხოლო მეორე შეტევა, სავარაუდოდ „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის გამოყენებით, პორტის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,037 ნახვა