პოსტები სოციალური ქსელიდან

ხან ვიტყვი ხოლმე, ამ ყვავზე აღარაფერს დავწერ, ბოლო-ბოლო, თავის ,,ამპულაშია”-მეთქი, მაგრამ არ გამოდის!

,,ხან ვიტყვი ხოლმე, ამ ყვავზე აღარაფერს დავწერ, ბოლო-ბოლო, თავის ,,ამპულაშია”-მეთქი, მაგრამ არ გამოდის!

😆

ჰოოო… მაშ, ეგეც ცოცხალი ადამიანია, უნდა გავუგოთ, ხან უხასიათობა სჭირს, ხან კონიაკის ყლურწვა უნდება, ხან ჯამ-ჭურჭლის მტვრევა უნდება, ხან შპალერების ჩამოხევასა ცდილობს, ხან კიდე ლუსტრებს ემუქრება, ჩამოგყრით მანდედან და დაგაბნელებთო.

კი ვიტყვი ხოლმე, ყურადღება აღარ მივაქციო-მეთქი, მაგრამ არ გამოდის, არ ხერხდება, არ ისვენებს, ყოველდღე რაღაცას აფუჭებს. საკმარისია, სადმე ,,პუწიოვკის” გარეშე გაძვრეს, ეგრევე მავნებლობს და ავაზაკობს!

გუშინწინ ხო გამააცხადა, პარიზში მივდივარო?

ვიფიქრე, ამჯერად მაინც მისცეს ნებართვა-მეთქი. თურმე არ მიუციათ, მაგრამ დაადო თავი და წავიდა.

ჰო, კარგი, გასაგებია, ვეღარ ვიმორჩილებთ, ადგა, ჩაალაგა ,,კლეჩატ პრავიზონკაში” საცვლები და წავიდა, მაგრამ იმას ხო დიდი მნიშვნელობა აქვს, სად რას ილაპარაკებს?

😆

,,ფრანს 24”-სთვის ინტერვიუ მიუცია და იცით, რეებსა ჰკროცამს?

ხელისუფლება არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, რათა ვალდებულებები შეესრულებინაო.

გაიგონეთ?

მაშინ, როცა საქმე საქმეზეა მიმდგარი, ევროპის გასაგონად იძახის, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, არაფერიც არ გაუკეთებიაო.

თან ხელისუფლებას ისე ახსენებს, გეგონება თვითონ ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს არ წარმოადგენდეს. ამ ყვავმა ვეღარ გაიგო, რომ თვითონაც ხელისუფლებაა. ვისზეც ეგ ლაპარაკობს, ის მთავრობაა, მთა-ვრო-ბა!

😆

ისაო… ჩვენ რომ კანდიდატის სტატუსს გვაძლევენ, უკრაინის დამსახურებაა, ლოკომოტივი ეგ იყო-ვო.

წარმოგიდგენიათ?

უკრაინა, რომელმაც პირველივე დღეებიდანვე ომი გამოგვიცხადა, რანაირად იყო ლოკომოტივი?

პრინციპში, როცა მთვრალი ხარ, ლოკომოტივად შეიძლება უკრაინაც მოგეჩვენოს, ანგოლაც და ვანუატუც, რა პრობლემაა? ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია კონიაკის ხარისხსა და გუნება-განწყობილებაზე, ანუ აღქმაზე.

ისე, რაღა დაგიმალოთ და… ხან მგონია, რომ ეს ყვავი კონსულტაციებს ჩაჯვი გვარამიასთან გადის – ის მუდმივად ჩასძახის, სუ ყ…ეური რაღაცები უნდა ილაპარაკო-ვო და ესეცა ჰკროცამს!

😆

აი, ახლაც დავამთავრე და ჩემთვის ჩავილაპარაკე, ამ ყვავზე აღარაფერს დავწერ-მეთქი, მაგრამ ხვალ ისეთ რაღაცას ჩაიდენს თავისი ჩიქორთული ენით, ვეღარ მოვითმენ.

სხვათა შორის, მაინტერესებს, პღეზიდანი ფრანგულადაც ისევე ლაპარაკობს, როგორც ქართულად, თუ უფრო უკეთესად? ვინც ფრანგული იცით, დაწერეთ”.-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გელა ზედელაშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,897 ნახვა