საგარეო პოლიტიკა

მაკრონი ფრანგ ხალხს მოუწოდებს ანტისემიტიზმის აღორძინებას წინ აღუდგნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა წინ აღუდგნენ ანტისემიტიზმის აღორძინებას, – ამის შესახებ ფრანგულ გაზეთ Le Parisien-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი.

როგორც მაკრონი წერს, ერთ თვეში ქვეყანაში ათასზე მეტი ანტისემიტური აქტი განხორციელდა და ეს რიცხვი სამჯერ აღემატება ფრანგი ებრაელების წინააღმდეგ განხორციელებული სიძულვილის თავდასხმების რაოდენობას გასულ წელს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტებმა გამოიწვია ებრაულ საზოგადოებაში „ტანჯვა“ და მათ თავის დასაცავად საკუთარი ვინაობის დამალვა უწევთ.

„საფრანგეთი, სადაც ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს ეშინიათ, არ არის საფრანგეთი. საფრანგეთი, სადაც ფრანგებს ეშინიათ მათი რელიგიის ან წარმოშობის გამო, არ არის საფრანგეთი”, – ნათქვამია წერილში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,885 ნახვა