პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე – სალომე ზურაბიშვილს უნდა ესმოდეს, რომ მოუწევს გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყველა სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღება, ის გახდება პირდაპირი თანამონაწილე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ღუდუშაურის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ის პასუხისმგებლობას გაიზიარებს ყველა იმ დანაშაულზე, რაზეც მესამე პრეზიდენტია მსჯავრდებული.

“სალომე ზურაბიშვილს აბსოლუტურად გადაკვეთილი აქვს ყველა წითელი ხაზი, გარდა ერთისა. ეს დარჩენილი აქვს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და კანონების ფეხქვეშ გამთელავი, ისტორიაში ასეთად შევა ეს ადამიანი, მას უნდა ესმოდეს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში, მოუწევს გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყველა სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღება. ის გახდება პირდაპირი თანამონაწილე და თუ ზურაბიშვილის უნდა, რომ იმ ყველაფერთან ერთად, რაც მას ტვირთად აწევს, თანამონაწილეობა იკისროს, ეს მისი არჩევანია. რა თქმა უნდა, ეს მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამჯერად მძიმე ფასად დაუჯდება.” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მისი და ეძებდა გამოსავალს, რადგან რთულია, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,092 ნახვა