საზოგადოება

„იმედი“ დღეს „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

„ქრონიკა“ დღეს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გამოაქვეყნებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბიმ“ ჩაატარა.

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა.

საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია. კვლევის შედეგებს „ქრონიკა“ დღეს 11:00 საათზე წარმოგიდგენთ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა