პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი გავრცელდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ცვლილებების პროექტი პარლამენტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, საჯარო სამსახურის კანონი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე გავრცელდება.

„ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება იმ მიზანს, რომ მოხდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გათანაბრება სხვა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებთან მიმართებით“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,952 ნახვა