პოსტები სოციალური ქსელიდან

ოპოზიცია 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციისთვის ევროპარლამენტარს იყენებს, მათი საზრუნავი არა კონკურენტულ გარემოში გამარჯვება არამედ რევოლუციის განხორციელება არის – დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული განცხადებიდან კარგად ჩანს რას აპირებს და რას არ აპირებს ოპოზიცია.

„გუშინ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას გამოეხმაურა „ვინც მოიგონა იდეა, გადაკეტოს რუსთაველის გამზირი 2024 წლის საარჩევნო წელს და თავიდან აიცილოს მასშტაბური დემონსტრაციები, ეს პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია“ აღნიშნული განცხადებიდან კარგად ჩანს რას აპირებს და რას არ აპირებს ოპოზიცია, ოპოზიცია 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციისთვის ევროპარლამენტარს იყენებს, მათი საზრუნავი არა კონკურენტულ გარემოში გამარჯვება არამედ რევოლუციის განხორციელება არის.

კრამონის წამოცდენაში ნათლად იკვეთება, რომ ოპოზიცია მარცხშეგუებულია, რადგან სიტყვა დემონსტრაციები შემთხვევით ნათქვამი არ არის, მათ კარგად იციან, რომ თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში გამარჯვების და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ, ოპოზიცია არ აპირებს არჩევნების შედეგის აღიარებას, მაგრამ აპირებს დემონსტრაციებს.

ოპოზიციის გეგმებში არჩევნების საბოლოო შედეგის არალეგიტიმურად ცნობა შედის, რაც მათ აქციების “უფლებას” მისცემს. ოპოზიცია ფსონს ხელისუფლების რევოლუციის გზით ცვლილებაზე დებს, რაც მათთვის საბედისწერო შეცდომა არის, რადგან ქართული საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა, წარმოუდგენელია მათი მოტყუება ისე როგორც ეს 2003 წელს მოხდა. დემონსტრაციების მოსურნეები სახალხო მხარდაჭერის ნაცვლად, სახალხო მრისხანებას მიიღებენ!“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა