უცხოური მედია

რაზე შეთანხმდნენ ჩინეთის და აშშ-ის ლიდერები კალიფორნიაში გამართულ შეხვედრაზე

კალიფორნიაში ჯო ბაიდენისა და სი ძინ პინის შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერების შეხვედრის მთავარი მოვლენა გახდა. ბოლოს ისინი ერთმანეთს ბალიზე, 1 წლის წინ შეხვდნენ, რის შემდეგაც ორი ქვეყნის უერთიერთობებში კრიზისი დაიწყო.

„ერთმანეთისთვის ზურგის შექცევა გამოსავალი არ არის. პლანეტა დედამიწა საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ორმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს“,- განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.ბაიდენისა და სი ძინ პინის მოლაპარაკებების მთავარი პუნქტია- ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის აღდგენა.„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია აიღოს ყურმილი და პირდაპირ დარეკოს“,-განაცხადა ჯო ბაიდენმა.სი ძინ პინმა და ჯო ბაიდენმა ერთმანეთს მეგობრები არ უწოდეს, თუმცა ცდილობდნენ, ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა დაედასტურებინათ. ამერიკის ლიდერმა გაიხსენა ჩინეთში თავისი ვიზიტის შესახებ, როდესაც ის ჯერ არ იყო პრეზიდენტი. მან ჩინეთის პირველ ლედის დამდეგი ადაბადების დღე მიულოცა, რომელიც 20 ნოემბერს არის დაბადებული ისევე, როგორც ბაიდენი.პირისპირ შეხვედრა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საუბრის შემდეგ ლიდერებმა ისადილეს და ბროწეულისა და ზეთის ხილის ხეივანში ისეირნეს. ამის შემდეგ ჩინეთის ლიდერი ამერიკელ ბიზნესმენებთან შესახვედრად წავიდა, ბაიდენმა კი, პრესკონფერენცია მოაწყო და განაცხადა, რომ სი ძინ პინს ძველებურად, დიქტატორად მიიჩნევს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,098 ნახვა