უცხოური მედია

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში ძალაუფლება პალესტინის ხელში უნდა გადავიდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში ძალაუფლება პალესტინის ხელში უნდა გადავიდეს. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი იტყობინება.

„ჰამასის“ ღაზის სექტორს ვეღარ გააკონტროლებს. ვინ გააკონტროლებს ღაზას? მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პალესტინის ხელისუფლება შეიძლება იყოს“, – განაცხადა ბორელმა ბაჰრეინში „მანამას დიალოგის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა