პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ანეგდოტია…ხაზარაძემ თქვა, რომ მზად არის, სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს. ჩვენ 2 კვირის წინ მივიღეთ ეს კანონი და 1 იანვრიდან შედის ძალაში

ანეგდოტია… მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მზად არის სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პარლამენტმა 2 კვირის წინ მიიღო ეს კანონი.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სტაჟირება 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან სამუშაო გამოცდილებად ითვლება, ხოლო 2 კვირის წინ, მესამე მოსმენით მივიღეთ კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურში სტაჟირება 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ანაზღაურებადი ხდება.შემდეგი დაპირება ალბათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დავალიანების განულება იქნება, ან სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება შეიძლება შემოგვთავაზოს…“-წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,849,051 ნახვა