საგარეო პოლიტიკა

დომაგოი ჰაიდუკოვიჩი: უსამართლობა იყო საქართველოს დატოვება სტატუსის გარეშე და მიხარია რომ ეს შეცდომა გამოსწორდა

საქართველოს აქვს ევროკომისიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე. ჩვენი რეკომენდაცია საბოლოოდ გათვალისწინებულია და ეს ძალიან გვიხარია, მაგრამ ბრძოლა დასრულებული არაა. ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მე უკვე მივწერე წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. იმედი გვაქვს დეკემბერში ერთად ვიზეიმებთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს იყო უსამართლობა, უსამართლობა იყო საქართველოს დატოვება სტატუსის გარეშე და მიხარია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა. მინდა ქართველ ხალხს მივულოცო და ვუთხრა, რომ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია გრძელ გზაზე.

უკრაინა/მოლდოვისთვის, რომლებსაც სავარაუდოდ გაუხსნიან მოლაპარაკებებს, მათთვის მეორე ნაბიჯია იმ ათასი ნაბიჯიდან, რაც წინ აქვთ. იყავით მოთმინებით და იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ – თქვენ გყავთ მეგობრები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და თქვენს გვერდით იქნებიან. თქვენ მარტო არ ხართ. თქვენ აუცილებლად იქნებით ევროკავშირის წევრი. კითხვაა მხოლოდ როდის“, – აღნიშნა ჰაიდუკოვიჩმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,677 ნახვა